ჩვენ შესახებ

ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრი (CCSAS) არის დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი , რომელიც საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულებით ეწევა: კვლევა, დიალოგი და პოლიტიკის შემუშავება. ჩვენი მიზანია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავება და რეგიონული განვითარების მოდელების ანალიზი.

ბექა ნაცვილიშვილი

ბექა ნაცვლიშვილი – პოლიტოლოგი და მკვლევარი, რომელიც სპეციალიზდება საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიასა და განვითარების სოციალისტურ მოდელებში. იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და ფლობს მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) მაგისტრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში. მისი აკადემიური და პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციებისა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტრაექტორიების შესწავლას.

როგორც „ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ბექა ნაცვლიშვილი ზედამხედველობას უწევს კვლევით პროექტებს აზიის ეკონომიკური გავლენის, ინდუსტრიული პოლიტიკისა და რეგიონული გეოპოლიტიკური დინამიკის შესახებ. მკვლევრის გამოცდილებასთან ერთად, მას მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გამოცდილებაც აქვს — 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, სადაც ხელმძღვანელობდა საკვანძო სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, საპენსიო სისტემის ცვლილებებსა და შრომის ბაზრის რეგულაციებს.

ცენტრის მართვასთან ერთად, ის აქტიურ აკადემიურ საქმიანობას ეწევა და პოლიტიკურ ეკონომიასა და სოციალურ თეორიას ასწავლის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU).

ბადრი ნაჭყებია

ბადრი ნაჭყებია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. წლების განმავლობაში იკავებდა ტელერადიოკომპანია „მირის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის პოზიციას და იყო CNN-ის კონტრიბუტორი. 2016 წლიდან იგი აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთის სინძიანის უნივერსიტეტთან ექსპერტ-კონსულტანტის რანგში, ხოლო 2023 წლიდან საზოგადოებას სთავაზობს საავტორო გადაცემას „ჩინური პანორამა“. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კრიმინოლოგიის აკადემიის წევრი და მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა თუ ტელეპროექტის ავტორი, რომლებიც რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება

ალექსანდრე ცაგარელი

ალექსანდრე ცაგარელი – სოციოლოგი და მკვლევარი, რომელიც ფლობს მაგისტრის ხარისხს სოციოლოგიასა და დემოგრაფიაში ბარსელონას უნივერსიტეტიდან (University of Barcelona). მას ასევე დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სოციოლოგიის მიმართულებით და ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტის ლექტორი. ალექსანდრეს კვლევითი ინტერესები მოიცავს სოციალურ სტრატიფიკაციას, შრომით ურთიერთობებს, განათლების სოციოლოგიასა და დემოგრაფიულ პროცესებს. მას აქვს ფართო გამოცდილება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებაში.

თორნიკე ჩივაძე

თორნიკე ჩივაძე – სოციოლოგი და მკვლევარი, რომელიც სპეციალიზდება სოციალური სტრატიფიკაციის, პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციებისა და დემოკრატიზაციის საკითხებზე. მას ფლობს მაგისტრის ხარისხს ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტიდან (Corvinus University of Budapest) და ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. თორნიკე არის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი და აქტიურად მონაწილეობს კვლევით პროექტებში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოსტ საბჭოთა ტრანსფორმაციას, ჩინეთის ეკონომიკურ რეფორმებს, კეთილდღეობის სახელწმიფოს და სოციო-ეკონომიკური უთანასწორობის საკითხებს.