გადაცემაში „ჩინური პანორამა“, ბექა ნაცვლიშვილმა და ბადრი ნაჭყებიამ ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მიმდინარე „სატარიფო ომებზე“ ისაუბრეს. საუბარი შეეხო აშშ-ის დეინდუსტრიალიზაციით გამოწვეულ კრიზისულ პროცესებს, ჩინეთის ეკონომიკური ძალაუფლების ზრდის ფაქტორებსა და დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა თუ გავლენას გლობალურ ბაზარზე.