ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ორდღიან კონფერენციას თემაზე: „ჩინეთის როლი გლობალურ პოლიტიკაში მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე“. ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და „ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა, ცენტრის დირექტორმა ბექა ნაცვლიშვილმა და სინოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა.
ფორუმზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა წარადგინეს მნიშვნელოვანი მოხსენებები, რომელთა სრულ ტრანსკრიპტებსაც წინამდებარე პუბლიკაციის სახით გთავაზობთ.