თორნიკე ჩივაძე
გადაცემის — „ჩინური პანორამა“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი იყო მკვლევარი და სოციოლოგი თორნიკე ჩივაძე. გადაცემის წამყვანთან, ბადრი ნაჭყებიასთან ერთად, მან ჩინეთის ეკონომიკური განვითარების დინამიკასა და იმ გლობალურ ნარატივებზე ისაუბრა, რომლებიც ხშირად მითებით არის მოცული.
ინტერვიუს ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. „სავალო ხაფანგის დიპლომატიის“ (Debt-trap diplomacy) საკითხს. თორნიკე ჩივაძემ ანალიტიკურ ჭრილში განიხილა, რამდენად შეესაბამება ეს ტერმინი რეალობას და რატომ ჩნდება მსგავსი აღქმები საერთაშორისო ასპარეზზე. საუბარი ასევე შეეხო ჩინეთის ტექნოლოგიურ ლიდერობას, ინოვაციებსა და იმ სტრატეგიულ მიდგომებს, რომლებმაც ჩინეთის ეკონომიკას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაუმკვიდრა.
გადაცემაში წარმოდგენილი ანალიზი მსმენელს ეხმარება უკეთ გაიგოს ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკის არსი და გათავისუფლდეს გავრცელებული სტერეოტიპული ხედვებისგან.