
25 მარტს, ჩინეთისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის ინიციატივით შედგა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ წიენს და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც წარმატებით ოპერირებენ საკუთარი პროდუქციით ჩინეთის ბაზარზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის დირექტორ ბექა ნაცვლიშვილი, მისი მოადგილე ბადრი ნაჭყებია, ღვინის კომპანია “”ჩელთის”დირექტორი ანა მირიანაშვილი და ილია გეფერიძე, ტყავის ნაწარმის მწარმოებელი კომპანია “გეეპერინი” (Gepherrini) – ს დირექტორი ილია გეპერიძე. შეხვედრა ემსახურებოდა ქართული ნაწარმის პოპულარიზაცის ჩინეთში და მომავალი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის.